კორონავირუსი ინდოეთში და ბოლივუდის ვარსკვლავები

ინდოეთში კორონავირუსი მძვინვარებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 400 ათსზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3980 ადამიანი, თუმცა, ვარაუდობენ, რომ შემთხვევები ბევრად მეტია ვიდრე ოფიციალური მონაცემები აღწერენ. დაავადებულთა უმეტესობას საავადმყოფოში მოხვედრის შანსი არა აქვს, ხალხი ჟანგბადის არ ქონის გამო იღუპება. ამ ფონზე ინდოეთის ცნობილმა მსახიობებმა თანამოქალაქეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს – “დოიჩე ველე” წერს.

2020 წელს ათასობით მუშა ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში. ისინი დიდ ქალაქებში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები, როცა მთავრობამ ლოქდაუნი გამოაცხადა. ბოლივუდის მსახიობი სონუ სუდი მუშებს სახლებში დაბრუნებაში დაეხმარა. 2021 წელს კი მან კერძო სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად კორონათი დაავადებულთათვის უფასო სამედიცინო დახმარების ცენტრები გახსნა.

საკუთარ “ტვიტერ” გვერდზე ის თავის თაყვანისმცემლებთან მუდმივ კონტაქტშია და დახმარებაზე მათ ყველა თხოვნას ეხმიანება. “ბაბუაშენი კარგად იქნება, ჟანგბადი უკვე გზაშია. მას მალე გამოჯანმთელებას ვუსურვებ” – ასე ეხმიანება მსახიობი შეტყობინებებს.
ბოლივუდის ცნობილი მსახიობი პრიანკა ჩოპრა-ჯონსი, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ინდოეთის დასახმარებლად #TogetherForIndia პლატფორმა შექმნა, სადაც თანხებს აგროვებს. კიდევ ერთი მსახიობი აჯაი დევგანი პანდემიას ფრონტის ხაზზე ებრძვის. ის მუმბაის ადმინისტრაციასთან ერთად რეანიმაციის განყოფილებას აშენებს. მსახიობმა და მოდელმა გურმიტ ჩაუდხარიმ ორ საავადმყოფოში ათასამდე საწოლი შექმნა, ასევე, მისი გუნდი ყველას, ვინც დახმარებისვთის მიმართავს, პასუხობს და ეხმარება.

აკშაი კუმარიმ ჟანგბადის ასი ცილინდრი შესწირა საავადმყოფოს, “ტვიტერზე”, სადაც 50 მილიონი მიმდევარი ყავს, პასუხობს ყველა თხოვნას. ბოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მსახიობმა სალმან ხანმა ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა ფონდი, რომელიც ღარიბებს ეხმარება. 2020 წელს მისი ფონდი აუცილებელ დახმარებას უწევს სამედიცინო მომსახურეებს და პოლიციელებს. მსახიობი უშუადოდ არის ჩართული პროცესებში – წერს გერმანული “დოიჩე ველე”.

მიუხედევად ბოლივუდის აქტიურობისა, ყველა მსახიობი არ არის ჩართული ჰუმატიტარულ პროცესებში. ამის გამო მათ მედია კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი მელაშვილზე: უვარგისია, დაეტიოს, ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ნათელი მოეფინა საიდუმლოს, თუ რა იყო დაშიფრული სიტყვაში “გულთგონთხართა?”