კორონავირუსი ღორის გრიპზე ათჯერ უფრო მომაკვდინებელი ინფექციაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ადანომ ჰებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსი ღორის გრიპთან შედარებით ათჯერ უფრო მომაკვდინებელია და მასთან მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ჯანმოს ხელმძღვანელი სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ ღორის გრიპი 2009 წლიდან 2010 წლის აგვისტომდე ვრცელდებოდა და 1,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი მსოფლიოში 18 449 შეადგინა, მაშინ როცა CoViD-19-მა, რომლის აფეთქება 2019 წლის დეკემბრიდან იღებს სათავეს, უკვე დააინფიცირა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ლეტალური შედეგი უკვე ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეს ღორის გრიპის დროს იყო.

The Independent-თან ინტერვიუს დროს ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათ მხოლოდ იმის მიხედვით შეუძლიათ მოქმედება და დასკვნების გამოტანა, რაც უკვე იციან, ფაქტები კი მეტყელებს, რომ კორონავირუსი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ღორის გრიპი იყო.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული ექთნის ძმას, რომელიც ეკლესიის მსახურია
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას