კორონავირუსი დაუდასტურდა წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით 62 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაოყვანეს.ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ. ამჟამად კლინიკაში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 19 -მა პაციენტმა დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა