კორონავირუსი ახმეტაში – სოფელ მატანში მასობრივი ტესტირებები დაიწყო

წინასწარი ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სოფელ მატანის შესასვლელში მოეწყო სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პრევენციისა და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტექსტირების ჩატარება.

სოფელში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დაინციფირებულ კაცს 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ტესტმა კი COVID-19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე დღეს ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდათ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი კახეთში, ირაკლი შიოშვილი 11 საათზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია21 მილიონი გამოჯანმრთელებული – პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა