კორონავირუს კოვიდ-19-ით 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუს კოვიდ-19-ით 4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა – ამერიკულმა ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა გაავრცელა. მონაცემები ნიშნავს იმას, რომ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 მილიონით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით ვირუსი მსოფლიოში 185 ათას ადამიანს შეეყარა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მეტია.

კორონავირუსისგან ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაიღუპა. ქვეყანაში, სადაც 330 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2020 წლის დასაწისიდან კოვიდ-19-ით დაახლოებით 605 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევებით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 525 ათასი გარდაცვლილი, მესამეზე – ინდოეთი, დაახლოებით 400 ათასი გარდაცვლილი – “”დოიჩე ველე
წერს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთში “გეი-პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
შემდეგი სტატია11 ივლისს მზიურის პარკში წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება