კორონაკომედია – ექიმებს ცოცხალი პაციენტი გარდაცვლილში შეეშალათ და ახლობლებს კუბო აყიდვინეს

ორი დღის წინ, ერთ პიროვნებას, ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, დაუმძიმდა კოვიდი და რეანიმაციაში მოათავსეს. თურმე ორი დღეა ექიმები იძახდნენ მდგომარეობა სტაბილურად მძიმე არისო, დღეს კი დაურეკავთ ოჯახში და უთქვამთ, რომ პაციენტი გარდაიცვალა და კუბო მოიტანეთო. ატყდა ერთი ამბავი: წივილი, მოთქმა, გოდება, გააგებინეს ეს საშინელი ფაქტი ნათესავებს და ახლობლებს, გავარდნენ და სასწრაფოდ იყიდეს კუბო…
გავიდა ერთი საათი, ისევ რეკავენ საავადმყოფოდან და ეუბნებიან, რომ ამ გვარის მეორე პაციენტიც იწვა კლინიკაში და ის გარდაიცვალაო, თქვენთან კი შეცდომით დავრეკეთო.
სიხარულისგან ვითომ გარდაცვლილის ცოლს ისტერიული კივილი დაუწყია. მეზობლებს უფიქრიათ, რომ ამ ქალმა გარეკაო, დამამშვიდებლებით გათიშეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ხოლო კუბოს სახლთან დაწვეს.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: რემდესივირი ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართა