კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი – ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, – ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება.

„დღეს, როცა რუსეთი:

აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;

აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;

ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას…

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!

#საქართველოარისევროპა“, – წერს თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპაველ ჰერჩინსკი – ჩვენ ველოდებოდით არჩევნებს
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: მივმართავ „ქართულ ოცნებას“ გააცნობიეროს მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კონსტიტუციის წინაშე