კორეის პროფკავშირის ლიდერი ტაძარში ერთთვიანი დამალვის შემდეგ მთავრობას ჩაბარდა

კორეის პროფკავშირის ლიდერი ტაძარში ერთთვიანი დამალვის შემდეგ მთავრობას ჩაბარდა

კორეის პროფკავშირის ლიდერი ტაძარში ერთთვიანი დამალვის შემდეგ მთავრობას ჩაბარდასამხრეთ კორეის პოლიციამ ქვეყნის გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერი მას შემდეგ დაიჭირა, რაც ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის იმალებოდა, 2 ათასმა სამართალდამცავმა შემოარტყა ალყა – მას საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რომელსაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოყვა.

“შრომის უფლებების გამკაცრების უფლებას არ მოგცემთ” – ყვიროდა პროფკავშირების ხელმძღვანელი ბუდისტური ტაძრიდან გამოსვლისას – მისმა მომხრეებმა და ბუდისტმა ბერებმა მას “ცოცხალი დერეფანი” გაუკეთეს. ჰან სან ჰიუნი თვეზე მეტია ტაძარში იმალება. პოლიცია მას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების შეკრებაში სდებს ბრალს, რომლებიც შრომის უფლებების გამკაცრების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

გამოძიების მასალებით მას ბრალი 8 საპროტესტო აქციის ორგანიზებაში ედება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერის ძაღლმა სტუმრები დაკბინა
შემდეგი სტატიამმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაძლოა არაკონსტიტუციური იყოს