კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. კორძაიამ შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 10 ივნისს მიმართა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, 19 აპრილს პოლიტიკური შეთანხმება შედგა და პარლამენტში არშესვლათან დაკავშირებით ნება შეიცვალა.

“19 აპრილს უკვე შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა პოლიტიკური ნება გამოხატა. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ წარმოება. გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დეტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული, ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში”,- თქვა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ნავალნის პარტიის “ექსტრემისტულად” შერაცხვა დაგმო
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს