კორძაია სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არავითარი ნიშანი არ არსებობს, რომ არეულობას გამოიწვევს

ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, – ამის შესახებ ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

„პოლარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ორი თვეა, აწარმოებს მთლიანად „ქართული ოცნება“. ამიტომ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში. მეორე, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ის ჩამოდის, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ ის გამოიწვევს არეულობას. ამ ქვეყანაში არეულობას არავინ გამოიწვევს, გარდა ხელისუფლებისა, თუ არ გადაწყვეტს, რომ მიიტაცოს არჩევნებით ძალაუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ძალადობა იწვევს არეულობას და მეტი არაფერი. ხელისუფლება თუ არ იძალადებს მოქალაქეებზე და მათ თავისუფალ არჩევანზე, მგონი, შეშფოთების საფუძველი საერთოდ არ არსებობს. მან გააკეთა საჯარო განაცხადი, რომ ბრუნდება, მან დადო ბილეთი და შესაბამისად, რა საფუძველი მაქვს ან ვენდო ან არ ვენდო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ეს მოშეს გეგმა იყო საოცრება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: უნდა გვენდოთ