კორძაია ოცნებას: ადამიანები, რომელთაც მოისყიდით, თქვენი შიშით დაუშვებენ შეცდომებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკის მეირ შემაჯამებელი ოქმების გაუქმების, გაუქმებისა და გადათვლის, შემაჯამებელ ოქმებში არსებული დარღვევებისა და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების მიზნით, შეტანილია 1 216 საჩივარი.

კორძაია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და დანაშაულებებზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

“დანაშაულებრივ ქაოსში სახელმწიფოს ხელისუფლებამ მონაცემები ვერ გაასწორა. კობახიძის კომენტარი, რომ ეს ადამიანური შეცდომებია, შეიძლება, იყოს მართალი. იმიტომ, რომ დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები ოქმებში 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ გაყალბებულ მონაცემებს და დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს. ბლოკის მეირ შემაჯამებელი ოქმების გაუქმების, გაუქმებისა და გადათვლის, შემაჯამებელ ოლქებში არსებული დარღვევებისა და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის მოგვარების მიზნით, შეტანილია 1 216 საჩივარი. ეს არის საარჩევნო უბნების 1/3. ვითხოვთ, იქ, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობა – სრულად ბათილობას. იქ, სადაც შანსი არის გადათვლისა და ზუსტი მონაცემების დადგენის, ვითხოვთ ხელახლა გადათვლას. დღეს პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე 20 საჩივარი შეგვაქვს. ადამიანები, რომელთაც აშანტაჟებთ, მოისყიდით, თქვენი შიშით დაუშვებენ შეცდომებს”, – აცხადებს კორძაია.

მისი თქმით, არჩევნები არ არის ლეგიტიმური და საარჩევნო ბლოკის გარდა, არაერთ “საჩივრების დაწერას ვერ აუდიან პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები”.

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში – ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაკორონავირუსით კიდევ ერთი მარტვილელი გარდაიცვალა