კორძაია – ნიკა მელიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

“მე მიანც ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს, მე ამ წუთასაც ვიცი, რომ ნიკა მელიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და ნიკა მელია არის მთავარი, წამყვანი ფიგურა ამ პროცესში, რადგან უშუალოდ მას ეხება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე მესმის ამ ადამიანის, რადგან ის არის უკანონო პატიმარი და უკანონო პატიმარსაც აქვს თავისი ღირსება, რომელსაც ის იცავს ისე, როგორც მას ეს მიაჩნია სწორად. როგორც ვიცი ამწუთას მასთან არიან შეხვედრაზე”, – თქვა თამარ კორძაიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.

კორძაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხშიც.

banner
წინა სტატიაში„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
შემდეგი სტატიალონდონი ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის მოქმედებების გამო ახალ კანონს მიიღებს