კორძაია: მელია მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, რომ არჩევნებზე “ოცნებამ” 43% ვერ მიიღოს

“ნიკა მელია მზად არის, ციხიდან გამოსვლისთანავე გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.

“ნიკა მელიას პოზიციია სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას”. – ამბობს კორძაია.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, კორძაიას თქმით, მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია. მისივე თქმით, მელია ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.

“ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით ნიკას გაეღიმა, როდესაც შეკითხვა დავუსვი. ის ამბობს, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ისევ უცვლელია. ეს უკვე გაჟღერებულია. ის ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გასაღები ქართული ოცნების ხელშია და მას შეუძლია ეს გასაღები გადაატრიალოს”. – ამბობს კორძაია.

კორძაია იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში თავისუფალი იქნება და სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი სამხედრო რჩება
შემდეგი სტატიამინაშვილი: გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, ეს იყო უღირსი პოლიტიკური “ჟულიკობა”