კორძაია – 2012 წლიდან ამბობდა ივანიშვილი, რომ რუსეთში ყველა ქონებას გაყიდდა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი, საზოგადოებას ესეც მოატყუა

2012 წლიდან ამბობდა ივანიშვილი, რომ რუსეთში ყველა ქონებას გაყიდდა, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი, ესეც მოატყუა საზოგადოებას. მაინც და მაინც ქონებით თუ იყო საჭირო დადასტურება იმისი, რომ ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთთან, უკვე ამითაც დადასტურდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსეთში ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2012 წლიდან მუდმივად ატყუებს და მედიაში რუსეთში მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, მისი შეფასებით კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტია, რომ მას რუსეთთან კავშირი აქვს.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წლიდან ის ამბობდა, რომ ყველა ქონებას, რაც აქვს რუსეთში, გაყიდის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გაყიდა, ან შეიძინა. ერთი სიტყვით ჩვენ არ გვჭირდება მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ ივანიშვილი მუდმივად ატყუებს საქართველოს მოსახლეობას.

მაინც და მაინც ქონებით თუ იყო საჭირო დადასტურება იმისი, რომ ივანიშვილს რუსეთთან კავშირი აქვს, ამითაც დასტურდება, მაგრამ მხოლოდ ქონებით არ დასტურდებოდა ეს, არაერთი სატელეფონო ზარი გამოაქვეყნა მედიამ, იმის დამდასტურებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად არის რუსეთის ფედერაციასთან კავშირში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა