კორცხელში ზონდერ – სპორტსმენების მიერ ნაცემ არასრუწლოვან ლექსო ლაშხიას ოთხსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

opuerგუშინ ქუთაისის რეგინალურ კლინიკურ საავადმყოფოში ოთხსაათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა არასრულწლოვან ლექსო ლაშხიას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავდა – იგი თავის ახლო ნათესავთან, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის ვარადებულ ლაშხიას ასევე არასრულწლოვან შვილთან ერთად სცემეს საარჩევნო უბნის გარეპერიმეტრზე ,,ქართული ოცნების” მიერ მობილიზებულმა მოთარეშეებმა. როგორც ვიუწყებოდით ისინი მთელ სოფელს მოედვნენ და არ დაინდეს სკოლიდან შინ მიმავალი ბავშვებიც. საჭირო გახდა ნაცემი ბავშვების დაუყოვნებლივ გადაყვანა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ლექსო ლაშხიას ექიმებმა ცხვირის ძგიდის, თვალბუდის ქვედა კიდის ხაზოვანი მოტეხილობა დაუდგინეს. მშობლების გადაწყვეტილეით გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის აუცილელობის გამო იგი იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ქუთაისში. როგორც ბავშვის ახლობლები ამბობენ, ოპერაციამ, მიუხედავად ტრავმის უკიდურესად მძიმე ხასიათისა, ექიმების დიდი ძალისხმევით წარმატებით ჩაიარა, თუმცა მოხსნილი არ არის არის პოსტოპერაციული გართულების საშიშროებაც.

წყარო

banner
წინა სტატიაში26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
შემდეგი სტატია„ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“- ოკუპანტის სიტყვები გიგა ოთხოზორიას მოკვლისას