კორცხელში ვითარება დაძაბული რჩება

ამ დრომდე დაძაბული რჩება ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში. 53-ე საარჩევნო უბანთან კვლავ იმყოფებიან დაპირისპირებული მხარეები. ადგილზე ამჯერად მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც. სამეგრელოში ჩაყვანილი ქართული ოცნების აქტივისტების შეძახილებისა და ქმედებების გამო იყო სიტუაციის მორიგი გართულების საფრთხეც, თუმცა შეტაკება აღარ მომხდარა. განსაკუთარებული აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ. მედიის წარმომადგენლებს შეკრებილებმა ბოთლები და ქვები ესროლეს.

რუსთავი 2-ის გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით მოისმინა მომხდარ ინციდნეტთან დაკავშირებით ადგილზე მყოფი პოლიციის უფროსის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნები კარგად არიან ნაცემი, თუმცა კითხვაზე თუ ვის მიაწოდა მან ეს ინფორმაცია – სამართალდამცველს პასუხი აღარ გაუცია.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი სპორტსმენის ძმა შსს-ში მუშაობს
შემდეგი სტატიაკორცხელის საარჩევნო უბანზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ჩავიდა