კორცხელში წაგებული კანდიდატი ამირან ლაგვილავა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომელიც კორცხელის შუალედურ არჩევნებში დამარცხდა დაკავებული პოზიციიდაც გაათავისუფლეს. ამირან ლაგვილავას სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, თუმცა თავად ლაგვილავა ფაქტს უარყოფს და გათავისუფლებას არჩევნებში წაგებას უკავშირებს. არჩევნებში წაგების ფაქტს არ უკავშირებს ვიცე-პრემიერი, კახა კალაძეც.

„თუ ადამიანი ვერ ასრულებს, არ ასრულებს, დანაშაულს სჩადის, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, გუნდის წევრია თუ არა, კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. ჩვენ ვაშენებთ ასეთ სახელმწიფოს და ასეთ ქვეყანას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირი ისლამოფობიაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ყველას ვთხოვო ვალუტის გადახურდავება მაშინ მოახდინოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ