კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ელენე ხოშტარია პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს

ელენე ხოშტარია:

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ელენე ხოშტარია, კორცხელში მომხდარზე პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს და მის შეფასებას მომხდარზე “დაგვიანებულს” უწოდებს.

გადაცემა არჩევანში ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ასეთი მიდგომიდან გამომდინარე ხდება ძალადობის წახალისება.

„ეს არის გზავნილი, რომ კიდევ ძალადობა მოხდეს,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია და მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან არიდებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღოს.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის ეს არის საგანგაშო ფაქტი, რადგან ეს არის გზავნილი, თუ როგორი შეიძლება იყოს არჩევნები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია, რომელმაც ასევე უარყო ინფორმაცია, რომ თითქოსდა მოსახლეობაში არის ნაციონალური მოძრაობის მიმართ აგრესიული განწყობა.

„ასეთი განცხადებებით ქართული ოცნების ლიდერები საკუთარ ამომრჩევლებს და სრულიად სამეგრელოს აყენებენ შეურაცხყოფას,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დაკავებას ჯერ არ ადასტურებს
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ”