კორცხელში ხმების გადათვლა დასრულდა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მოიგო

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

კორცხელში ხმების გადათვლა დასრულდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ კვლავ მოუგო.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 53-ე და 54-ე უბნებში ხელახალი გადათვლის შედეგები უკვე ცნობილია. ორივე უბანზე ხმების რაოდენობა უცვლელი დარჩა. „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა 623, „ქართული ოცნების“ კი 613-ია.

„ქართული ოცნების“ მოთხოვნით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმების თავიდან გადათვლაზე გადაწყვეტილება დღეს საღამოს მიიღო.

banner
წინა სტატიაშითბილისში თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია იმართება
შემდეგი სტატიაშსს-მ გურიაში ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა