13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

კორცხელის სასაფლაოზე კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის სასაფლაოზე კაცის ცხედარი იპოვეს – ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია კაცის ვინაობა, ასაკი და სიკვდილის მიზეზი.

მას შემდეგ, რაც “თაიმერისთვის” ცხედრის პოვნის შესახებ გახდა ცნობილი და შემთხვევის ადგილი გადაიღო, იყო მცდელობა პოლიციის მხრიდან, მისთვის გადაღების საშუალება შეეზღუდათ: შსს-ს წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მუშაობდა და ჟურნალისტს გაეცნო, როგორც პოლიციელი, ვინმე კვაშილავა, მას მოსთხოვა ეჩვენებინა, რა გადაიღო, ასევე მოსთხოვა, ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა მისი ნებართვის გარეშე.

“თაიმერი” დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურისგან ელოდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მეტროპოლ ლისის“ მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება
შემდეგი სტატიასამტრედიაში პირმა კაცი დანით დაჭრა, ყოფილ მეუღლეს კი შვილების თვალწინ სცემა