კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მუხლი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

ამასთან, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, ფაქტის გამო არის თუ არა ვინმე დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხდებენ, რომ დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი: კორცხელში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:”ყველაზე ხალხმრავალი ისევ წალენჯიხის ავტობუსი იქნება”