კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენის მუქარა – ლადო გეგეშიძე ენმ-ის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

კორცხელის ინციდენტი – გირაოთი გათავისუფლებული ევროპის ჩემპიონისგან კვლავ მუქარა ისმის. კორცხელის ინცინდენტის მონაწილე და ხულიგნობაში ბრალდებული ლადო გეგეშიძე ნაციონალებს ურჩევს, მას უფრთხილდნენ.

კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოპოზიციის წინაღმდეგ დაპირისპირების პირად მოტივებზე საუბრობს. ვიცე-პრემიერთან კავშირსა და ოპოზიციაზე თავდასხმისთვის თანხის ჩარიცხვას გეგეშიძე არ ადასტურებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, თავდასხმა კორცხელში ისევე, როგორც მუქარის შემცველი განცხადებები, ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას გეგეშიძის მუქარის შემცველ განცხადებებზე არ იღებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესებში მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარებაა.

მუქარის შემცველი განცხადებები სპორტსმენისგან მიუღებლად მიაჩნიათ სპორტის კომიტეტის წევრებს. თუმცა, კორცხელში ოპოზიციაზე ძალადობრივი თავდასხმის პროვოკატორებად მაინც დაზარალებულებს ასახელებენ.

კორცხელის მსგავს ძალადობასა და მუქარებზე ადექვატური რეაგირების აუცილებლობაზე მიუთითებენ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები.

banner
წინა სტატიაშითომას მელია საქართველოს პრემიერის განცხადებას მიესალმება
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტში პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია იმყოფებოდა