კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ბრალს- ხულიგნობას არ აღიარებენ

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების გეგეშიძის და ტყეშელაშვილის ადვოკატის გოჩა ბელტაძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფები წაყენებულ ბრალს- ხულიგნობას არ აღიარებენ და მხოლოდ ცემის ფაქტს ადასტურებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე მაქვს კონკრეტულად საუბარი, გეგეშიძესა და ტყეშელაშვილზე. დაბარებული ჰყავდათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოხდა ბრალდებების წაყენება. გეგეშიძეს ბრალად წაუყენეს 239-ე მუხლის მესამე ნაწილი, ეს გახლავთ 4-დან 7 წლამდე – ხულიგნობა, ხოლო ტყეშელაშვილს ბრალად წაუყენეს ასევე ხულიგნობა ჯგუფურად, მეორე ნაწილი, რომელიც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალების წაყენების შემდგომ მოხდა უკვე ბრალდებულის სტატუსით ამ პირთა გამოკითხვა, ამ ადამიანებმა ისაუბრეს და აღიარეს ცემის ფაქტი. მოხდა ბრალის წაყენება სხვა პირებზეც, ამ ადამიანებმაც ცემის ფაქტზე ისაუბრეს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით აღიარეს და დაადასტურეს.“-განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: პროკურატურა, კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის, გირაოს შეფარდებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ე.წ კანონიერი ქურდი “გეგა ოზურგეტსკი” დააკავეს