კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის სასამართლო იმსჯელებს

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ბრალდების მხარე ექვსივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს ერთმანეთს ფიზიკურად ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში№25 საბავშვო ბაღში რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა