კორცხელის 67-ე უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის 67-ე უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამის მიზეზი საარჩევნო კომისიაში შიდა პროცედურების დაგვიანება გახდა.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე რამდენიმე პირი ვიდეოგადაღებას აწარმოებს, რაც კანონის დარღვევა არ არის, თუმცა შესაძლოა, ამომრჩეველზე ირიბ ზემოქმედებად ჩაითვალოს.

ამასთან, კორცხილში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირმა ნადირაშვილი და აკაკი მინაშვილი.

67-ე უბანზე 1980 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ზუგდიდში კენჭის იყრიან – თეონა ქარდავა, #1 („თავისუფალი საქართველო“); ვარადებული ლაშხია, #5 („ნაციონალური მოძრაობა“); ამირან ლაგვილავა, #41 („ქართული ოცნება“).

banner
წინა სტატიაშიცესკო: შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაწყალტუბოს 49-ე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კამერით გადაღებას აწარმოებენ