კოპალიანი – ხოშტარია და ბოკუჩავა თავს დამესხნენ, დეპუტატის ბარათი გამიჭრეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუზიანეს.

„დღეს პარლამენტის წევრებმა სცადეს, რომ გავეშვი პარლამენტიდან. ე.წ. ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ქალბატონი ხოშტარია და ქალბატონი ბოკუჩავა დამესხნენ თავს, სხდომათა დარბაზში სადაც მე ვიჯექი, ჩემს ადგილას. ამოიღეს ჩემი ბარათი. ერთმა, ხოშტარიამ ამოიღო ბარათი, ბოკუჩავას მომზადებული ჰქონდა მაკრატელი და იმან გაჭრა. მეორე ნახევარი აქვს ხოშტარიას, წაიღო სამახსოვროდ, ჩემი თვალები მოსწონს ეტყობა. მაგას აქვს ჯიბეში. მე ამას თავდასხმად ვაფასებ. გამოცდილმა იურისტებმა შეაფასონ, არის თუ არა ეს თავდასხმა დეპუტატზე“, – აღნიშნა კოპალიანმა

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება-კალაძე
შემდეგი სტატიახაზარაძე: სწორედ რუსთველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი