“კოორდინატორებმა ვისაც ვენდობოდით არჩევნებზე ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავეს”

დავით თარხან მოურავი არჩევნებზე პარტიების მხარდამჭერ სამუშაო ჯგუფების მოსყიდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ისევე როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში მოხდა, “ქართულმა ოცნებამ” მათი კოორდინატორებიც გადაბიბირა.

დავით თარხან მოურავი ასევე აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავდა, რომ 5%-ზე ნაკლები ვერ დაუწერეს:

„ყველა პარტიაშიც და ჩვენს პარტიაშიც, ზოგი კოორდინატორი იყო თუ ზოგი დამკვირვებელი, ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ვენდობოდით და ჩვენ საწინააღმდეგოდ იმუშავა. ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც იყო კოორდინატორების გადაბირების ფაქტები. ცნობილი იყო, რომ არის მცდელობა ქვეყანაში ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების და ეს მცდელობა არ გამართლდა. იმდენი მხარდამჭერი გვყავდა, რომ 5%-ზე ნაკლები ვერ დაგვიწერეს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგანათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს