რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაზე დაძაბული ვითარება ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა შექმნილი.
„რია ნოვოსტის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ შოიგუმ სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახულ მიზანს ვერცერთ მიმართულებაზე მიაღწიეს.
„სამხედრო-ეკონომიკური დახმარების შემდგომი მიღების მიზნით, უკრაინის ხელისუფლება ამაოდ ცდილობს თავის დასავლელ კურატორებთან, თუნდაც მცირე წარმატების დემონსტრირებას, მაგრამ ეს მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტს. ყველაზე დაძაბული ვითარება ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა შექმნილი. ბრძოლებში უკრაინის სტრატეგიული რეზერვის ბრიგადები მონაწილეობენ, რომლებმაც სწავლება დასავლელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გაიარეს”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.