კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე გვსურს, მაგრამ ეს არ არის ჰოლივუდური ფილმი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კონტრშეტევა იმაზე ნელია, ვიდრე სურთ, თუმცა მისივე თქმით, ეს არ არის ჰოლივუდური ფილმი.

“ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ახლავე ელოდება შედეგებს. ეს ასე არ არის. ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ სამხედრო პროგრესი ადვილი არაა, რადგან რუსებმა უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი დანაღმეს.

„რაც არ უნდა წინ წავიწიოთ ჩვენს კონტრშეტევაში, ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტამდე, რადგან ეს არის ომი“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაში12 რეკომენდაციიდან ძნელად შეიძლება, რომელიმეს თავიდან ბოლომდე შესრულებული დავარქვათ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული არ არის – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რეკომენდაციები რა ხარისხით არის შესრულებული, რადგან ეს საკითხი შეისწავლეს და ყველა მხარესთან კონსულტაციები იყო – ლილუაშვილი