კონტროლის გაძლიერების მიზნით, კახეთის შესასვლელებთან ბლოკ-პოსტების მოწყობა იგეგმება

კონტროლის გაძლიერების მიზნით, კახეთის შესასვლელებთან ბლოკ-პოსტების მოწყობა იგეგმება. საუბარია რეგიონში ორ ძირითად შემავალ და გამავალ ლოკაციაზე, სადაც ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით,ბლოკ-პოსტების განთავსება იგეგმება.

კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციდან გამომდინარე სწორი იქნება თუ პრევენციული ზომები გამკაცრდება. კერძოდ, ნელი ხიზანიშვილი არ გამორიცხავს,რომ უახლოეს პერიოდში რეგიონში შემოსვლელმა და გამსვლელმა მგზავრებმა თერმოსკრინინგი გაიარონ.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 227 მოქალაქე, ხოლო, სამ მუნიციპალიტეტში განთავსებულ 9 საკარინტე სივრცეში 603 მოქალაქე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიUSAID საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1,1-მილიონ დოლარს გადაურიცხავს
შემდეგი სტატიაპოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა