კონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვევრის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს. აქედან გამომდინარ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე, მან თანამდებობა დატოვოს”,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეს უკავშირდება.

აფგან მუხტარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” რუს კოლეგებთან შეხვედრებს სექტემბრიდან ყოველთიურად გამართავს
შემდეგი სტატია(video) ადა მარშანიამ ემზარ კვიციანს ინტერვიუს მიცემის საშუალება არ მისცა