კონტრაქციაზე დაშავებული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, 49 წლის კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

“პაციენტი მოიყვანეს 15:00 საათზე – 49 წლის კაცი, ტურისტი, პოლონეთის მოქალაქე. მას მრავლობითი ჭრილობებით გულმკერდის არეში აქვს, მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, გაიკერა გულმკერდის კედელი. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაში„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოს მორიგი განცხადება