კონტრაქცია “თეთრი ხმაურის” წინააღმდეგ-„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა ლონდონის პარკში გადაინაცვლეს

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა, მას შემდეგ რაც პოლიციამ ისინი რუსთაველის გამზირზე არ შეუშვა, ლონდონის პარკში გადაინაცვლეს. მოძრაობის ლიდერები სამოქმედო გეგმას აქტივისტებს გააცნობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რამდენადაც ცნობილია, „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებს და მათ საწინააღმდეგოდ რადიკალურ ზომებსაც კი არ გამორიცხავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „თეთრი ხმაური“ ნარკორეალიზატორებს და ლგბტ პირებს მფარველობს.

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მსვლელობა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. ბოლო ლოკაცია რუსთაველის გამზირი უნდა ყოფილიყო, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ კონტრაქციის ჩატარების უფლება „თეთრი ხმაურის“ აქტივისტების სიახლოვეს არ მისცეს.

„ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებს პირბადეები უკეთიათ და სკანდირებენ: „მოკვდი მტერი, იხარე ერო!“

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია აფხაზეთში (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ჩვენ გვყავს შავ პერანგიანი, კარგად მომზადებული რაზმები… სიკვდილი მტერს”-ნეოფაშისტური ჯგუფები “თეთრი ხმაურის” წინააღმდეგ