კონტრაბანდისთვის დაკავებულმა პოლიციელმა ბრალი აღიარა-სასამართლომ გელაშვილი პატიმრობაში დატოვა

კონტრაბანდაში ბრალდებულმა პოლიციელმა ბრალი აღიარა . იოსებ გელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აგარის პოლიციის უფროსის დაკავების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და უაქციზო სიგარეტის შემოტანას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული.

გელაშვილს კონტრაბანდული სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციაში ყოველთვის ვიცით, რომ არჩევნებს არასდროს წავაგებთ, მაგრამ რამდენჯერაც ჩატარდა, წავაგეთ, ახლა მართლა არსებობს გამარჯვების შანსი, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გამო – გოცირიძე
შემდეგი სტატიაკანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი, არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი – ბორენკა – ხაბეიშვილი