კონტრაბანდაში ჩაფლული ჩხოროწყუ

“თაიმერის” ჟურნალისტმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საკონტროლო შესყიდვის მიზნით,უაქციზო სიგარეტის შეძენა რამდენიმე ობიექტზე შეძლო. თამბაქოს ნაწარმის ღირებულება 2,5 ლარს შეადგენს,რაც სხვა აქციზური სიგარეტებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვად იაფია.

ამასთან, “თაიმერის” ჟურნალისტის ცნობით,რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და თემაზე მუშაობის პროცესში,მაღაზიების დიდი ნაწილი შეამოწმა ,უაქციზო სიგარეტი თითქმის ყველა სარეალიზაციო ობიექტზე იყიდება. ამასთან,მისივე ცნობით, სიგარეტის რეალიზებას ტაქსისტებიც კი ახდენენ.

“თაიმერთან” პირად საუბრებში, ადგილობრივები ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ,რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბიზნესს უშუალოდ იზორიები მფარველობენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის შეშფოთება უგულავას საქმეზე- ოფიციალური ბრიუსელი ივანიშვილის გუნდს აფრთხილებს
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე ოდესის მერს შეხვდა