კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, ეკრანზე უყურებს რა ხდება

პაციენტი მიხეილ სააკაშვილი არის კონტაქტური, ცნობიერება აქვს ადეკვატური, არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციური პარამეტრები არის გამოსწორებული და მოწესრიგებული, – ამის შესახებ რეანიმატოლოგმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმატოლოგი და რეანიმაციული ბრიგადა.

„დღეს მომიწვიეს საკონსულტაციოდ და მინდა გითხრათ, რომ მას მე პირადად ვიცნობ 2007 წლიდან. დღეს მოხდა დამთხვევა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღე არის რეანიმატოლოგი მორიგე, რომ ასეთი გართულებების დროს ისინი იყვნენ მზადყოფნაში. ამ ეტაპისთვის, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ, გვესაუბრება. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, რაც სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. მისი მდგომარეობა ისე მკვეთრად დამძიმდა, რომ სასწრაფოდ გადავიდა რეანიმაციაში. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები, ეს იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და გარკვეულ სისტემაში ახდენს ხოლმე გამოვლინებას, დღეს მოხდა იყო ცნობიერების კარგვა, იყო ჰიპერტენზია, ტაქიკარდია. ჩვენ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბევრი აპარატურა გადმოვიტანეთ. როდესაც კომისიამ გამოაცხადა დასკვნა, იქ იყო საუბარი, რომ აპარატურა არის კარგი და აღჭურვილი. მე არ ვარ მისი ექიმი არ ვმუშაობ ამ დაწესებულებაში მოწვეული ვარ, როგორც კონსულტანტი. ჩვენ აქ ვიქნებით, კიდევ ერთხელ დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღე ფასდება მისი მდგომარეობა. მე როცა დავჭირდები ბატონ მიხეილს, მასთან პირადი, ახლო ურთიერთობა მაქვს, მის გვერდით ვიქნები ყოველთვის და დავეხმარები“, – განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაში“თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ”-ნიკა მელიამ მოქალაქეებს 19 ნოემბერს, 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიადედა სიდონია: დღეს ბედს არ უნდა გვიწყვიტავდნენ ისინი, ვისაც არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის! წერტილი!!!