კონსულტაციების მორიგი რაუდი “ოცნებაში” – დეპუტატები პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან

ქართული ოცნების წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში კონსულტაციების მორიგ რაუნდს მართავენ.

მმართველი გუნდი ორშაბათიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. კომენტარი კონსულტაციებთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარაშვილმა, გააკეთა.

შაქარიშვილი დარწმუნებულია, რომ ოცნება მეორე ტურში გაიმარჯვებს.

„ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას და არ დავუშვებთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი საქართველოში დაბრუნდეს იმიტომ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენ ვალდებულებაა ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვისთან ერთადაც ეს ღირებულება და ეს დიდი მონაპოვარი მოვიპოვეთ, მისი განვითარება, მისი შენარჩუნება და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ამას დავიცავთ,“ – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ორშაბათიდან მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავენ. საარჩევნოდ ასევე შეიქმნა ორი შტაბი. რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება
შემდეგი სტატია“ადამიანს ეუბნებიან, დასველდი, გაცივდი, მოკვდი, მე ვარ უტიფარი ხელისუფლებაო” – ელენე ხოშტარია