კონსული საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ

თურქეთში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, რომ აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.

ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა სტმაბულის გუბერნიაში გახსნილ საგანგებო შტაბთან. მისი თქმით, არც დაღუპულ და არც დაშავებულთა სიაში ქართველები არ არიან.

„პირველი ამოცანაა, იმ ქართველების ქვეყანაში დაბრუნება, ვინც გუშინ გამოფრენა ვერ მოახერხა”, – განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

კონსული მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, 3-4 საათით ადრე მივდინენ აეროპორტში, რადგან დიდი რიგებია.

„ბევრი ქვეყანა და ბევრი რეისია, ამიტომ ახალი ბილეთის გამოწერის ან ბილეთების გადაცვლის პროცესს დიდი დრო დასჭირდება”, – განაცხადა ასაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმილტონ ჰეიგს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ათათურქის აეროპოტრში მომხდარი აფეთქების კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა