კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა ანრი ოხანაშვილი – ბესელია

კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა ანრი ოხანაშვილი ამ ვინმე სხვა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახლა რაღაცნაირად ყველა კონსტიტუციურ პრინციპს ამოეფარა. კონსტიტუციური პრინციპის დაცვა არის მთავარი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სამართლიანობა მიიღონ და საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეთ. ამას ემსახურება ჩვენი მიზანი. კანონი იკითხება არამხოლოდ სიტყვა-სიტყვით, არამედ იკითხება ძალიან ბევრი ლოგიკური და ისტორიული ბმით. ამიტომ მე მგონია, რომ ისინი, ვისაც უჭირთ დამალონ თავიანთი სიმპატია იუსტიციის საბჭოს მიმართ, დღეს საბაბს ეძებენ, თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეს ცვლილება. საკონსტიტუციო სასამართლო იმიტომ არსებობს ამ ქვეყანაში, რომ ის ადგენს კონსტიტუციურობის ტესტს და არა ოხანაშვილი ან ვინმე სხვა, რომელსაც კიდევ ბევრი რამის გარკვევა სჭირდება იმისთვის, რომ კარგად გააცნობიეროს სამართლებრივი საფუძვლები. აქ სამართლებრივ პრობლემას ვერ ვხედავ, პოლიტიკური პროცესია. როდესაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას, ამ მოცემულობის წინაშე უმრავლესობის წევრები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. შეიძლება ვინმეს უნდოდეს კიდეც მხარდაჭერა და გუნდის წინააღმდეგ წასვლა აღმოჩნდეს დაუძლეველი ბარიერი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინციატივას მხარს დაუჭერს