„კონსტიტუციური რეფორმა“- პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს და NGO-ებს შეხვდება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტთა წრის წარმომადგენლები ხვალ პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავენ, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საკონსტიტუციო რეფორმა იქნება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე შედგება.
დღეს სამოქალაქო მოძრაობა – „დაიცავი კონსტიტუცია”-ს წევრებმა საგანგებო დეკლარაციას ხელი მოაწერეს. მიღებულ აქტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია მარტო დარჩა კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესში. საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტში, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული და არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი.

banner
წინა სტატიაში„საკონსტიტუციო კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნისთვის“ – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიამაღალჩინოსანი, რომელიც შემოსავალს ფულის გასესხებით იღებს