კონსტიტუციური პროექტი 11 მარტს დარეგისტრირდება და ბიუროს წარედგინება

საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტი 11 მარტს დარეგისტრირდება და ბიუროს წარედგინება.

დეპუტატის ცნობით, პროექტის ინიცირების შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია მოსახლეობას ცვლილებებს ერთი თვის განმავლობაში გააცნობს.

„განისაზღვრება ადგილები, სადაც საზოგადოების მონაწილეობით აღნიშნული ცვლილებების განიხილება. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროცესი პარლამენტში დაბრუნდება და საკომიტეტო მოსმენები დაიწყება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : „ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, არ გაბედოს და „პატრიოტთა ალიანსს” ხელიც კი არ ჩამოართვას
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: კონკრეტულად ვინმეს გათავისუფლებაზე ან დაპატიმრებაზე შეთანხმება არ შემდგარა