24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

კონსტიტუციონალისტსა და ყოფილ პოლიტიკოსს, ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამ მიზნით იგეგმება საქველმოქმედო კონცერტიც, 3 მაისს, არტერიის სცენაზე. ამ ცნობას მისი ახლო ნათესავი, თამარ ჯაფარიძე ავრცელებს.

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს, ფიზიკოსს და კონსტიტუციონალსტს, რომელმაც მთელი ცხოვრება განათლებას, ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლას მიუძღვნა, ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება. მას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა.
არტერიის ეს კონცერტიც ამას ეძღვნება. ვინც ვერ შეძლებთ მოსვლას შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა ამ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი, მიმღები: ვახტანგ ხმალაძე
#GE76TB7879445064300001
საქართველოს ბანკი, მიმღები: ნინო ხმალაძე
#GE93BG0000000161681355
ბილეთები:
http://tkt.ge/Andria&Giorgi
დიდი მადლობა ანთის და არტერიას და ყველას ვინც გვერდით დაგვიდგება”,
– წერს თამარი.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი ანტონ იოსელიანი მოსაყდრე შიოს: პატივისცემით გილოცავთ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდებას
შემდეგი სტატიატრამპი: ნებისმიერმა პირმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას, აუცილებლად უნდა ჩააბაროს კოგნიტური უნარების გამოცდა