კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი

კონსტიტუციის თანახმად ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.

ამის შემდეგ 7 დღის ვადაში კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. მან პარლამენტს საკუთარი ხედვა უნდა გააცნოს.

ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი, ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი:ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს სხვა პრემიერიც შეასრულებს იგივე მოვალეობას