კონსტიტუციის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცეთ პატივი ქვეყნის ძირითად კანონს

მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დღის აღნიშვნა და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცეთ პატივი ქვეყნის ძირითად კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ჟურნალისტთან განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონი დაიხვეწოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მუდმივად ვიზრუნოთ კონსტიტუციის დახვეწაზე. ეს არის ჩვენი პარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საქართველოში მოქმედი კონსტიტიციის სამი ძირითადი რედაქცია შეიძლება გავიხხენოთ და სამწუხაროდ, ვერც ერთმა ამ რედაქციამ ვერ უზრუნველყო ავტოკრატიის ჩამოყალიბების პრევენცია. ეს არის მთავარი ნიშან-თვისება ჩვენი კონსტიტუციის. მოქმედი დოკუმენტი შეიცავს უამრავ ხარვეზს. ჩვენი მიზიანია, ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც უზერუნველყოფს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ პრევენციას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად”, – -აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიუხედავად, კონსტიტუციის დღედ მომავალშიც 24 აგვისტო დარჩება.

„ძალაში რჩება ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც არის მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს. ჩვენ არ ვიღებთ ახალ კონსტიტუციას, შედის მხოლოდ ცვლილებები-არსებითი და ფუნდამენტური, თუმცა ცვლილებები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მიღების თარიღად დარჩება 1995 წლის 24 აგვისტო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

24 აგვისტო, კონსტიტუციის დღედ 22 წლის წინ, ქვეყნის მთავარი კანონის მიღებისთანავე გამოცხადდა. ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით 2015 წლიდან აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე ბორჯომში გახსნილ საგანგებო შტაბში პარაკლისს ატარებს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს