კონსტიტუციის ახალი პროექტი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე ერთ დღე დარჩა

საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმოწერის ან ვეტოს გამოყენებისთვის გიორგი მარგველაშვილს დრო ხვალამდე აქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური კონსულტაციებს მოტივირებული შენიშვნების შინაარსთან დაკავშირებით მართავდა, ამდენად პოლიტიკური სპექტრი ვეტოს ელის, თუმცა რა შინაარსით, შენიშვნების საბოლოო ვერსია ჯერ-ჯერობით უცნობია.

უმრავლესობასა და ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შედმეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გიორგი მრგველაშვილი სავარაუდოდ, 4 საკითხის ჩასწორებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, ვეტოში ორი პუნქტი მმართველი გუნდის შეთავაზებით, დანარჩენი კი, ოპოზიციის მოთხოვნით შევა.

ცნობლია “ქართული ოცნების” პოზიციაც, რომ ასეთ ვეტოს დაძლევს. თუმცა, კიდევ ერთი ფაქტორი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაა, რომელშიც ქვეყნის მთავარი კანონისთვის კონსესუსის მნიშვნელობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ გაკეთდა, უმრავლესობა კი, საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას ევროპელი იურისტების შენიშვნებთან სრულ შესაბამისობაში პირდებოდა

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი:ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღების თანამშრომელთა მონაწილეობის საკითხს უწყებათაშორისი კომისია განიხილავს