კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა შემოთავაზება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში რომ ასახულიყო, დაახლოებით 200-გვერდიანი დოკუმენტი იქნებოდა.

როგორც საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კობახიძემ განაცხადა, შემოთავაზებები, რომელიც სამუშაო ჯგუფში შევიდა, საკმაოდ ბევრია და ამიტომ სარედაქციო ჯგუფს მოუწია ამ შემოთავაზებების გადამუშავება.

მისი თქმით, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ძალიან დიდი მუშაობა, რადგან შემოთავაზების რაოდენობა დიდია.

„ბუნებრივია, ყველა ერთად, რომ აგვესახა ახალ რედაქციაში, თუნდაც ალტერნატივების სახით, გავიდოდით დაახლოებით 200-გვერდიან დოკუმენტზე. აქედან გამომდინარე, სარედაქციო ჯგუფს დასჭირდა ყველა იმ მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, რომელიც წარმოდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიაზროთ თითოეული მუხლი, კონსტიტუციის იმ თავების, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია – ადვოკატი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა, კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს