კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები – NGO-ები პრობლემებზე საუბრობენ და განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. 4 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებათა პაკეტში რამდენიმე არასამართლიანი წესი რჩება.

კერძოდ საუბარია მანდატების განაწილების წესზე, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება.

ბლოკების გაუქმებაზე – მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა.

საუბარია ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებაზე. არასამთავრობოთა აზრით, პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას.

განცხადებაში საუბარია ასევე კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის საკითხზე. სამოქალაქო სექტორის წევრები ამბობენ, რომ ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაც.

განცხადებას ხელს აწერს:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო

 იხილეთ განცხადების სრული ტექსტი მოცემულ ბმულზე:

https://www.gyla.ge/ge/post/konstituciis-gadasinjvis-proeqtis-mokle-shefaseba-arasamtavrobo-organizaciebis-mier

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიათბილისში პოლიციის მანქანა დაიმტვრა