კონსტიტუციაში საერთო-სახალხო განხილვა დღეს გორში გაგრძელდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 10:05

კონსტიტუციაში საერთო-სახალხო განხილვა დღეს გორში გაგრძელდება

კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა დღეს გორში გაგრძელდება. მმართველი გუნდი ადგილობრივებს კონსტიტუციის პროექტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგენს. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საყოველთაო განხილვებში ჩართვას ამჯერადაც გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიდა ქართლის მოსახლეობას მოუწოდებს, მივიდნენ გორის თეატრში, სადაც შეხვედრაა დაგეგმილი და პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ზუგდიდში და ახალციხეში. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2017 10:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics