კონსტიტუციაში ქორწინებისა და ოჯახის დეფინიცია, შესაძლოა, აღარ ჩაიწეროს

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში შესაძლოა ქორწინების დეფინიციასა და მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით ფორმულირებები შეიცვალოს.

ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ საკითხებზე შესაძლოა ვენეციის კომისიამ ქართველ კანონმდებლებს რეკომენდაციები მისცეს.
„რამდენიმე საკითხზე მგონია, რომ შესაძლებელია, რეკომენდაცია მოგვცეს ვენეციის კომისიამ, რომ ფორმულირება შევცვალოთ… ერთ-ერთი საკითხი შეიძლება, იყოს გაუნაწილებელი მანდატების თემა და შესაძლებელია, იყოს ქორწინების საკითხი. ვნახოთ, საბოლოო დასკვნაში როგორ იქნება ასახული,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, კონსტიტუციაში იგეგმებოდა ჩანაწერის გაკეთება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ხოლო საპარლამენტო მანდატები, რომლებიც გაუნაწილებელი დარჩებოდა არჩევნების შემდეგ, მთლიანად მიჰქონდა გამარჯვებულ პარტიას.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე მსჯელობას იწყებს
შემდეგი სტატიაFacebook-ის პირდაპირ ეთერში ტაილანდის მოქალაქემ საკუთარი ქალიშვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა