კონსტიტუციაში პარლამენტის მისამართს აღარ ჩაწერენ

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიაა, პარლამენტის ადგილსამყოფლად კონსტიტუციაში ჩაიწეროს როგორც ქუთაისი, ისე თბილისი. მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ადგილმდებარეობის თაობაზე კონსტიტუციიდან ჩანაწერი საერთოდ უნდა ამოიღონ და ეს საკითხი რეგლამენტით დარეგულირდეს.

ამ დროისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისია დასახელებული.

კომისიის წევრთა ნაწილს მიაჩნია, რომ უზენაეს კანონში საკანონმდებლო ორგანოს მისამართი არ უნდა ეწეროს. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც.

“კონსტიტუციაში რეალობა უნდა აისახოს, ჩაიწეროს თბილისიც და ქუთაისიც”, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი, რომლიც ამ პოზიციით მმართველი გუნდის უმცირესობაშია. “ქვეყანას ორ ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება”, – აცხადებს ზვად ძიძიგური.

“დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა ქუთაისელებს მისცა, ტრანსფორმირდა. სამწუხაროდ, პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი.

საკონსტიტუციო კომისიაში 2 ვერსიას განიხილავს – ჩაიწეროს ქუთაისიც და თბილისიც ან ჩანაწერი საერთოდ ამოიღონ და ეს საკითხი რეგლამენტით დარეგულირდეს. პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისია მითითებული.

banner
წინა სტატიაშილუკ ბესონის ახალი ფილმი საფრანგეთის კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანია (ვიდეო)
შემდეგი სტატია(video) მგზავრის თვითმფრინავის ბორტიდან ძალით ჩამოყვანის ვიდეომ ჩინელების აღშფოთება გამოიწვია